დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს ისევ ვერ მიიღებენ
FaceBook
კორონავირუსის გამო დაცულ ტერიტირიებზე ვიზიტორების მიღება ისევ აიკრძალება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 8 ნოემრბიდან საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია, მათ შორის იმერეთში მდებარე ოკაცეს ჩანჩქერი, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეები მუშაობას დროებით აჩერებენ.


"აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პამდემიის გავრცელების რისკს. დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო როგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით,"
- აცხადებენ სააგენტოში. 


პანდემიის გამო, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.

მღვიმეებს და ოკაცეს ჩანჩქერს 15 ივლისიდან, მას შემდეგ რაც პანდემიის პირობებში შიდა ტურიზმი გაიხსნა,  31 აგვისტოს ჩათვლით 28 879 ვიზიტორი ეწვია.

გაზრდილ კოვიდდადებითი შემთხვევების გამო კი ისევ დაიკეტა.  


პანდემიის გამო ტურისტული სექტორი რვა თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. 


ავტორი:  ანა ჯიქია
Print