,,ნოემბრიდან ეტაპობრივად ქუთაისისა და თბილისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები დაემატება"
FaceBook
ნოემბრიდან ეტაპობრივად ქუთაისისა და თბილისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები დაემატება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ოქტომბრის ბოლოდან საფრანგეთისა და გერმანიის მიმართულებით უკვე არსებულ მიმართულებებზე გაიზრდება ფრენის სიხშირეები და ნოემბრიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, რომლებსაც PCR ტესტი ექნებათ, კარანტინში აღარ გადაიყვანენ.

,,ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე,"- განაცხადა გახარიამ.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა. 4 ოქტომბრიდან 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.




Print