ქუთაისის მერი "ფრეში"-დან თანამშრომლების გათავისუფლებაზე - რატომ ქმნიან ტრაგედიას ვერ ვხვდები
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტურ საწარმო "ფრეშთან" დაკავშირებით "ნაციონალების" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ქალაქის მერი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს,  აღნიშნული კომპანია კერძოა, რის გამოც ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ არ აქვს. თუმცა, ირწმუნება რომ საკითხით დაინტერესდება. "თუ ადამაინებს ხელფასი არ დაკლებიათ, მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა დამტიკცებული . გვინდა ეკონომიკური ზონა გავაფართოვოთ და იმაზე მეტი ადამიანი დავასაქმოთ ვიდრე ახლა არის. საუბარია, 500-700 ადამიანზე. რატომ ქმნიან ტრაგედიას ვერ ვხვდები. თუმცა, დავინტერესდები ამ საკითხით, რადგან  მეც მაინტერსებს და ისედაც ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს", - განმარტა kutaisipost-თან საუბარში შოთა მურღულიამ.
ქალაქის პირველი პირი ირწმუნება, რომ ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლებაც ზრუნავს ქუთაისში ინვესტორების შემოყვანზე.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ეგვიტური კომპანია "ფრეში" მუშაობას ნელე-ნელა წვეტს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის განმარტებით, "ფრეში"-დან დღეს 320 ადამიანი ფასიან შვებულებაში გაუშვეს, რაც მისივე თქმით, ამორიცხული არ არის მათ გათავისუფლებას ნიშნავადეს.

თეკლე მორგოშია


Print