"ალიტალია" მომავალ წელს თბილისი-რომის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენას გეგმავს
FaceBook
ავიაკომპანიაში "ალიტალია"თბილისიდან რომის მიმართულებით რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავენ.

როგორც "კომერსანტს" კომპანიის დირექტორმა გიორგი ლიპარტიანმა განუცხადა, ბოლო ორი წლის ტენდენციისა და მგზავრთა დიდი ნაკადის გათვალისწინებით, კომპანიაში 2006 წლის ზაფხულის სეზონზე, რეისების ყოველდღიური განხორციელება სურთ.


ამ ეტაპზე "ალიტალია" რომის მიმართულებით თბილისიდან კვირაში 4-ჯერ დაფრინავს. კომპანიის დირექტორი ავიაბილეთების ღირებულებას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ეს შეძენის თარიღზეა დამოკიდებული. "ბილეთების ფასები ყოველ წამს იცვლება" - აცხადებს ლიპარტიანი.


კომპანიაში ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებით დაინტერესებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. "ალიტალია" ქართულ ბაზარზე 2012 წლის ზაფხულში შემოვიდა.

commersant.ge
Print