დღგ-ის 19%-დან იმერეთის მასშტაბით ქუთაისი ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებს
FaceBook
2020  წელს დღგ-ის 19%-იდან იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტ დაფინანსებას, ქუთაისი როგორც  თვითმმართველი ქალაქი მიიღებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის
პარამეტრების მიხედვით, ირკვევა,  რომ 2020 წელს ქუთაისი 2019 წელთან  შედარებით 2 500 000 ლარით  მეტს მიიღებს.


დაფინანსების მოცულობით, იმერეთში  მეორე ადგილზეა საჩხერე. აღნიშნულ მუნიციპალიტეტს  2020 წელს 12 188 300 ათას ლარი დაერიცხება.

იმერეთის მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი დაფინანსების განაწილების მიხედვით ასეთია:

ზესტაფონი: 10 984 000  ლარი

წყალტუბო 9 851 000 ლარი

ჭიათურა – 9 367 000  ლარი

სამტრედია – 8 759 000 ლარი

თერჯოლა 8 213 000 ლარი

ვანი  –– 6 373 000 ლარი

ხონი –– 6 512 00 ლარი

ხარაგაული   – 5 516 000 ლარა

ბაღდათი – 5 684 000 ლარი

ტყიბული – 4 503 000  ლარი


2020 წელს, მუნიციპალიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ჯამში 1 016.5   ლარს მიიღებენ, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია.

დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება

Print