გია თევდორაძე - ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტური კომპანია მუშაობას წყვეტს
FaceBook
ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ეგვიტური კომპანია "ფრეში" მუშაობას ნელე-ნელა წვეტს. რის გამოც, საქათველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს ამ საკითხით დაინეტერესებისკენ მოუწოდბენ.

აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის განმარტებით, "ფრეში"-დან დღეს 320 ადამიანი ფასიან შვებულებაში გაუშვეს, რაც მისივე თქმით, ამორიცხული არ არის მათ გათავისუფლებას ნიშნავადეს.
"ფასიან შვებულებაში იმიტომ გაუშვეს, სხვანაირად კანონის დარღვევა იქნებოდა. ჩვენ არ გვინდა რაღაც თემებით სპეკულირება და დადანაშაულება ადგილობრივი ან ცენტრალური მთავრობის. ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს, დაინტერესდეს ამ საკითხით", - განაცხადა ბრიფინგზე გია თევდორაძემ. მისი თქმით, ნელ-ნელა კომპანიის მუშაობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საწარმოს ერთ-ერთ ეგვიპტელ ხელმძღვანელს პრობლემები შეექმნა საქართველოში საცხოვრისთან დაკავშირებით.
ეგვიპტური კომპანია "ფრეში" ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 2010 წელს შემოვიდა. "ნაციონალურ მოძარობაში" განმარტავენ, რომ 2012 წლის მონაცემებით საწარმოში 1700 ადამიანი იყო დასაქმებული. მათივე თქმით, 2013 წლისთვის მომუშავეთა რაოდენობა 3 000-მდე უნდა გაზრდილიყო. თევდორაძის განმარტებით, ამდროისთვის საწარმოში ერთადერთი ელექტრო გამათბობლის ხაზი მუშაობს, სადაც მხოლოდ 35 ადამიანი არის დასაქმებული.
თეკლე მორგოშია
Print