რაგბის თემაზე საკოლექციო მონეტების რეალიზაცია 29 აგვისტოდან იწყება
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები გამოუშვა.

მონეტების რეალიზაცია 29 აგვისტოდან დაიწყება.

იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს არაუმეტეს ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მონეტა.

ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია, ხოლო ოქროს მონეტის - 1500 ლარი. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება 2019 წლის 29 აგვისტოს 10:00 საათიდან: ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით,ასევე,  ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა დ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში.

Print