ქართული წყალი ირანული გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ (?!)
FaceBook
ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს.

თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საქართველოდან ირანში სასმელი წყლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ მომხდარა. ერთ-ერთი ვარიანტით საქართველოდან ირანში წყალი, იქიდან კი ჩვენთან გაზის იმპორტი განხორციელდებოდა. აღნიშნულ საკითხზე ორიოდე კვირის წინ ირანში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს. 
ირანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ალი რაბიეის განცხადებით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ ქართული წყლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცემა:" საქართველოს საკმაოდ დიდი წყლის რესურსი აქვს, რომელსაც შეუძლია ის დეფიციტი აღადგინოს, რომელიც ტბა ურმიას შედეგად არის გამოწვეული", - განაცხადა მინისტრმა საქართველო - ირანის ეკონომიკურ კომიტეტზე.  

სტატიის სრული ვერსია

bpn.ge
გაზეთი „რეზონანსი“

Print