როგორ გადაადგილდებოდნენ ქუთაისში - ტრანსპორტის ევოლუცია მე-19 საუკუნიდან (ფოტო)
FaceBook
კომფორტულად გადაადგილებისთვის საუკუნეების მანძილზე ახალ საშუალებებს იგონებდნენ. ტრანსპორტის სახეობები იცვლებიდა ქუთაისშიც.

ქალაქში გადაადგილებისთვის პირველ საშუალებად ცხენები გამოიყენებოდა. დასავლეთ საქართველოში, ასევე, მოძრაობდნენ სახედრებით.

ე.წ ცოცხალი ტრანსპორტი –  უნაგირშეკაზმული ცხენი ქუთაისში პოპულარული ტრანსპორტი ყოფილა.

ცხენი, ახალი სატრანსპორტო საშუალებების გამოგონების შემდეგაც, დიდხანს ინარჩუნებდა პოპულარობას.

ცხენები. ქუთაისი, წერეთლის ქუჩა 1923 წელი.



ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა მე – 19 საუკუნიდან ურემი გახდა. ორბორბლიან საზიდ საშუალებაში, გამწევი ძალა შებმული საქონელი იყო.

ურმები. ფოტო გადაღებულია ქუთაისში, თუმცა თარიღები დადგენილი არ არის. 





ურმის შემდგომი ტრანსპორტი ეტლი გახლდათ.  იმ პერიოდის ქუთაისში ბალახვანში ცნობილი მეეტლეები ყოფილან მამა–შვილი თევდორე და ჭუჭია კოსტავები. ასევე, იოსებ ჩიხლაძე, ისიდორე ეფრემიძე, ივანე სულაძე. ამ უკანასკნელს მეტსახელად "ჩობანას" ეძახდნენ, რადგან არღანზე დაკრული ჩობანას მოსმენა ჰყვარებია. ტრაგიკულად დაღუპულა "ჩობანა ". თავისი ეტლით სოფელ მექვენასთან მდინარე რიონში გადაჩეხილა და უგზოუკვლოდ დაკარგულა.

ქუთაისელი მეეტლე. (თარიღი არ არის დადგენილი)



ეტლის კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილი მომდევნო ვერსია ფაეტონი იყო. ფაეტონით მგზავრობა დიდ პრივილეგიადაც ითვლებოდა.

ფაეტონი. (უცნობია ფოტოს გადაღების თარიღი)



ცოცხალი ტრანსპორტი მექანიკურმა ტრანსპორტმა 1940–იანი წლებიდან ჩაანაცვლა და ქუთაისის სატრანსოპრტო სისტემას ავტობუსები დაემატა.

ავტობუსი ზასტავას უბნის ცენტრში. (ფოტოს გადაღების თარიღი არ არის დადგენილი)



ავტობუსების შემდგომ 1950– იან წლებში ქუთაისში მუშაობა ტროლეიბუსებმა დაიწყო. ელექტრული სამგზავრო მანქანა, დენს საკონტაქტო ქსელიდან იღებდა და ძალიან უსაფრთხო ტრანსპორტადაც ითვლებოდა.

ტროლეიბუსი. ქუთაისი, ცენტრალური მოედანი 1950–იანი წლები.



ტროლეიბუსების შემოსვას ქუთაისში ცნობილი ღიღინიც მიუძღვნა: "ქუთაისის ტროლეიბუსი აშრიალებს არე–მარეს , ასტანოვკას იქ აკეთებს, სადაც ნახავს ბანტიანებს."


ტროლეიბუსი. ქუთაისი, ბალახვანი, 1960 წელი



ტროლეიბუსები. ქუთაისი, გამარჯვების მოედანი 1970–იანი წლები



ამავე პერიოდის ქუთაისში უკვე მსუბუქი ავტომობილებიც დადიოდნენ. მათ შორის პოპულარული იყო რუსული წარმოების  "21".  


Print