ქუთაისში დათვლილი 30 უბნიდან, 30-ვეს ვაშაძე იგებს
FaceBook
ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 30 უბნიდან 30-ვეს გრიგოლ ვაშაძე იგებს.

30 უბნის მონაცემებით ვაშაძემ ხმების 49.53% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 26.04%.

ქუთაისში 123 საარჩევნო უბანია.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი. მათგან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 65 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.

Print