ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ბოლო 3 თვეში მეორე აფეთქება მოხდა. ამ დროის განმავლობაში შახტში დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.

შახტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია - ლაშა ფორცხიძე, მიხეილ გამეზარდაშვილი, იოსებ ქარქაშაძე და მურმან ლილუაშვილი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,  რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. 

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16 ადამიანია დაღუპული.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

pროფკავშირების ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხმდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც დროებით დაიხურა მინდელის შახტა, თუმცა იძულებითი მოცდენისთვის კომპენსაცია მეშახტეებზე არ გაცემულა. დაღუპულების ოჯახებზე ერთჯერადად გაიცა 10 ათასი ლარი თითო ოჯახზე.

ამავე თემაზე:
ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული


Print