პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018 გამოცხადდა
FaceBook
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018 გამოაცხადა.

"პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

კანდიდატები დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეფასდება და გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდება, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.

გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში.

ღონისძიებას, საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და წელს საქართველოში მეორედ ტარდება.


Print