პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფრომაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ერთი თვის განმავლობაში  მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღის ბოლოდან  გზა გადაიკეტება პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან  გამარჯვების მოედნამდე.

მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.

ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის კვეთამდე შეძლებენ გრიშაშვილის მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
Print