ფოტო
ქუთაისში, "მადლიერების სახლის“ კედელზე სამოქალაქო აქტივისტი გოგონას სტენსილი დახატეს
FaceBook
ქუთაისში "მადლიერების სახლის" კედელი მოიხატა.
პროექტის ავტორი და მხატვარი მხატვარი თინა ჩერტოვაა.

ნახატი შესრულებულია ფესტივალის "ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ნიკო 2019" ნფარგლებში და წარმოადგენს პროექტ "დრიმინგსტანი"-ს (მეოცნებეთა ქალაქი) შექმნილი ნახატების სერიაში "მე -13 პორტრეტს".

როგორც ნახატის ავტორი განმარტავს, პროექტი "დრიმინგსტანი"- აღწერს საქართველოში არსებულ მდგომარეობას 90-იანი წლების შემდეგ, სადაც პერსონაჟები ებრძვიან რეალობას, პრობლემებს და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მომავალი.

რაც შეეხება მადლიერების სახლის კედელზე გამოსახულ სტენსილს და კონკრეტულად პერსონაჟს თინას თქმით, იგი წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის თამარ ზამთარაძის პორტრეტს.

"თამარი არის ბევრი სოციალური პროექტის ავტორი. მაგალითად, Aghadgine.ge (ბორჯომის ტყის აღდგენა). ასევე, არის ქართველი ქალის უფლებებისთვის მებროლი აქტივისტი, ცდილობს შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.

თამარ ზამთარაძის ისტორიის დახატვა გადაწყდა ქუთაისში ვინაიდან იგი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ნახატი გამოხატავს მხარდაჭერას და ერთგვარ პოპულლარიზაციას უწევს იმ ქალებს, ვინც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა პროექტის ავტორმა.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის მოწონება დაიმსახურა და მისივე მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის საფუძველზე, პროგრამის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა", ფარგლებში.

მერიისგან განსხვავებოით ნახატი ქუთაისელებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. "მშვენიერი ნახატია, იქნებ მთელი შენობა მოხატონ გახალისდებოდა აქაურობა", - ამბობს ქუთაისელი პაპუნა ჭეიშვილი.

"აზრი ვერ გავიგე, ეს ქალი რა შუაშია მადლიერების სახლთან?!", - ამბობს ნათელა სვანიძე.

ქუთაისიელი მხატვრების ნაწილის აზრით ნახატი ტექნიკურად კარგად არის შესრულებული, თუმცა აცდენილია გარემოს ,არ ჯდება იმ კონტექსტში, რასაც ეს შენობა წარმოადგენს და რაც მთვარია გაუგებარია იდეა. კონკრეტულად რა მესიჯი მოდის ნახატიდან.

ფოტო: თეკო ჭეიშვილი
Print