პოლიტიკა
რიკოთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს
FaceBook
რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

შესაბამის შეთანხმებას ხელი თბილისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება ხელი.

„ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტარო კონო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 4-5 სექტემბერს ეწვევა.
Print