ახალი ამბები
COVID-19-ით გასულ ერთ კვირაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 338 შემთხვევა
FaceBook
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 16.58%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 16.70%.

16 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1 723 087 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 883 გარდაიცვალა, 1 692 387 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ ქვეყნდება.
Print