კორონავირუსი
მედპერსონალში კოვიდ-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია
FaceBook
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მედ პერსონალში იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. უწყების ცნობით, იმერეთში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 3 395 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყება ბოლო ორი წლის ანგარიშსაც აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა.

მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია.


Print
თეგები: #კოვიდი