კორონავირუსი
სახელმწიფო ომიკრონის მსუბუქ შემთხვევებში ჰოსპიტალიზაციას აღარ დააფინანსებს
FaceBook
ომიკრონის ახალი შტამი ჰოსპიტალიზაციას აღარ საჭიროებს, ჯანდაცვის სამინისტრო კი კლინიკებში არამიზნობრივ ხარჯებს არ აანაზღაურებს.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ომიკრონის ახალი შტამი მსუბუქია და დამატებითი კვლევები არ სჭირდება.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თენგიზ გენძეხაძის თქმით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ყოველდღიურად ტარდება კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის მონიტორინგი და შეფასება აისახება ჰოსპიტალიზაციის ანაზღაურებაზე.

"ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება", - განაცხადა თენგიზ გენძეხაძემ.

ბოლო ერთ კვირაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.



Print