ახალი ამბები
იმერეთში, ერთ კვირაში კორონავირუსის 624 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო ერთ კვირაში, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი - 4 978 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა - 882 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი - 624 ახალი შემთხვევა. 

ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდა 72 073 ტესტი და დადასტურდა 7 812 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 10.84%. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 675 965 შემთხვევა.

კორონავირუსის სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირაში ერთხელ აქვეყნებს.


Print