კორონავირუსი
ერთ კვირაში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.


ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

4-11 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი და დადასტურდა 5 154 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 338 ადამიანი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 8.1%-ია. ქვეყანაში 4 752 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 668 153 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 645 917 პაციენტი და გარდაიცვალა - 16 847.
Print