ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ერთი კვირის სტატისტიკას აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, კორონავირუსი კიდევ 586 ადამიანს დაუდასტურდა, 605 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ცენტრის ინფორმაციით, უფრო მეტად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი. დადებითობის მაჩვენებელია 0.52%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


Print