ახალი ამბები
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად 1 265 920 ადამიანია აცრილი
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
16 მაისის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 888 762 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 367 737 ადამიანი, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 47.6%. 

სრულად ვაქცინირებულია 1 265 920 ადამიანი, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 44.0 %. 

"ბუსტერ" დოზით აცრილია 251 369 ადამიანი. 

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე, შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.




Print