ახალი ამბები
კორონავირუსის 15 აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 496 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 652 707 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 633 338 გარდაიცვალა 16 788 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print