ახალი ამბები
კორონავირუსის 14 აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 648 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 652 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 632 842 გარდაიცვალა 16 783 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print