ახალი ამბები
ბოლო ხუთ თვეში, ფულადი წახალისების სანაცვლოდ 246 819 მოქალაქე აიცრა
FaceBook
საქართველოში,  ბოლო 5 თვის განმავლობაში, ფულადი წახალისების სანაცვლოდ 246 819 მოქალაქე აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით სულ 40 679 400 ლარი გაიცა. მონაცემები გასული წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

პირველი დოზით 159 975 ვაქცინირებულებისთვის 31 995 000 ლარი გაიცა, "ბუსტერ" დოზით 86 844 ვაქცინირებულებისათვის კი 8 684 400 ლარი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 30 აპრილამდე გრძელდება.

200 - ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები "ბუსტერის" გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.


წყარო: ინტერპრესნიუსი

Print