ახალი ამბები
პანდემია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან - ჯანმო
FaceBook
სასიამოვნოა სიკვდილიანობის კუთხით ახლა დაღმავალი ტენდენციის ხილვა, რომელიც გასულ კვირას, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ შორსა დასრულებისგან,
- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა COVID-19-ის საგანგებო კომიტეტის მე-11 შეხვედრაზე განაცხადა.

„ინფიცირება კვლავ ძალიან მაღალია, მაშინ როცა ვაქცინაცია საკმაოდ დაბალია ძალიან ბევრ ქვეყანაში. მრავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ინფიცირების გადადება, რაც ახალი შტამების გაჩენის რისკს ქმნის“ , - აღნიშნა ჯანოს დირექტორმა.

გებრეისუსის განცხადებით, დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მუშაკების დიდი რაოდენობა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან აცრილები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
Print