ახალი ამბები
კორონავირუსის 12 აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 131 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი -17, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 651 969 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 631 846, გარდაიცვალა 16 779 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print