ახალი ამბები
საქართველოში COVID-19 აცრით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 47.4%
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
7 აპრილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 863 384 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 362 238 ,>18 ასაკის მოსახლეობის 47.4%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 257 713 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.8%.

NCDC-ის ცნობით, ბუსტერ დოზით აცრილია 240 272;

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 137 (2.33%), ხოლო სრულად აცრილია - 3 271 (1.84%).

ამასთან, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 615 (15.56%), ხოლო სრულად აცრილია- 11 159 (13.76%).

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლია დარეკონ 1522 ან ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს.

აღსანიშნავია, რომ  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის თვეშიც გრძელდება.






Print