ახალი ამბები
კორონავირუსის 6 აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 234 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 4  ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 384 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 266, გარდაიცვალა 16 765 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print