ახალი ამბები
კორონავირუსის პირველი აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 303 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 648 653 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 626 296, გარდაიცვალა 16 748 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print