ახალი ამბები
კოვიდშეზღუდვები, რომლებიც დღეიდან უქმდება
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა იხსნება.

უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში. მისი გამოყენება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში იქნება სავალდებულო. იხსნება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR-ტესტის გარეშე.

"რომ შევაჯამოთ, ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, იხსნება",
- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემახვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, შეზღუდვები პერიოდულად წესდებოდა და უქმდებოდა.
Print