კორონავირუსი
"პანდემია დასასრულს უახლოვდება" - ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა კორონავირუსის დასასრულისკენ მიდის.

მისი თქმით, ამას აჩვენებს ის კოვიდსტატისტიკა, რომელიც ყოველდღიურად მცირდება.
"დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით დღეს გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები. პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს",
- განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირას საქართველოში შემოვა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ.

საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე, 1 643 295 ადამიანი დაინფიცირდა,  გამოჯანმრთელდა 1 601 578, გარდაიცვალა 16 678 პაციენტი.
Print