ახალი ამბები
კორონავირუსის 21 მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 225 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა  8 პაციენტი.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 4, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 642 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 599 511, გარდაიცვალა 16 671 პაციენტი.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print