კორონავირუსი
ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მარტშიც გაგრძელდება
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წამახალისებელი პროგრამა მარტის თვეშიც გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 50 წელს ზემოთ ყველა პირი, პირველ და მეორე აცრაზე, ჯამში,  200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზაზე 100 ლარს მიიღებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.

,,იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, "ლიბერთი ბანკთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის'',- ამბობენ ჯანდაცვის სამინსიტროში.

ჯანდაცვის სამინსიტრო არ აკონკრეტებს რამდენ ხანს გაგრძელდება წამახალისებელი კამპანია.

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო. მთავრობა 200-ლარიან დანამატს 60 წელს გადაცილებულ პირებს აძლევდა.  თანხას მხოლოდ ის ადამიანები იღებდნენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებოდნენ.

Print