კორონავირუსი
კორონავირუსის 4 მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 790 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 702 გამოვლინდა, აჭარაში - 63, იმერეთში – 193, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 95, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 620 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 539 413, გარდაიცვალა 16 306 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print