კორონავირუსი
კორონავირუსის პირველი მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 003 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.



ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 612 319 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 513 164, გარდაიცვალა 16 199 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა - 362, იმერეთი - 1 226, ქვემო ქართლი - 286, შიდა ქართლი - 446, გურია - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506, კახეთი - 542, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

22 თებერვლიდან საქართველოში რეგულაციები შემსუბუქდა. ნებადართულია ქელეხისა და ქორწილის გამართვა, მუშაობის უფლება მიეცათ კლუბებს, რესტორნებში სტუმრების რაოდენობაზე შეზღუდვა მოიხსნა, დაწესებულებებში აღარ არის სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა. 22 თებერვლიდან გაუქმდა კოვიდსასტუმროები. მანამდე, პირველი თებერვლიდან გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტი.

ამ დრომდე მოქმედებს პირბადის ტარების ვალდებულება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print