კორონავირუსი
კორონავირუსის 28 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 840 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 605 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 504 161, გარდაიცვალა 16 163 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი - 111, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143, კახეთი - 97, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

22 თებერვლიდან საქართველოში რეგულაციები შემსუბუქდა. ნებადართულია ქელეხისა და ქორწილის გამართვა, მუშაობის უფლება მიეცათ კლუბებს, რესტორნებში სტუმრების რაოდენობაზე შეზღუდვა მოიხსნა, დაწესებულებებში აღარ არის სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა. 22 თებერვლიდან გაუქმდა კოვიდსასტუმროები. მანამდე, პირველი თებერვლიდან გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტი.

ამ დრომდე მოქმედებს პირბადის ტარების ვალდებულება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print