ახალი ამბები
კორონავირუსის 25 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 603 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 591 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 462 572, გარდაიცვალა 16 054 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი – 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


Print