ახალი ამბები
კორონავირუსის 24 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 206 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 584 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 447 969, გარდაიცვალა 16 022 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო ქართლი - 363, შიდა ქართლი - 520, გურია - 358, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 546, კახეთი - 664, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print