ახალი ამბები
კორონავირუსის 21 თებერვლის სატატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 242 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 601, ქვემო ქართლი - 219, შიდა ქართლი - 158, გურია - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 245, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 553 668 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 407 776, გარდაიცვალა 15 888 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print