ახალი ამბები
საქართველოში COVID-19 აცრით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 46.9%
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
20 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 796 876 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 346 490 ადამიანი, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 46.9%.

სრულად ვაქცინირებულია 1 240 491 ადამიანი , 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43.2%.

"ბუსტერ" დოზით აცრილია 207 239.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
Print