კორონავირუსი
კოვიდსასტუმროები ქუთაისში - ვის შეგიძლიათ მიმართოთ ინფიცირების შემთხვევაში
FaceBook
ქუთაისში,  ამ დროისთვის 6 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს, რომლის 80%  უკვე შევსებულია. 

"გორა"; "დისქავერი";  "აგატი";  "არგო" ; "რერო" და "სანი" - საჭიროების შემთხვევაში ამ სასტუმროებს შეუძლიათ მიმართონ კოვიდინფიცირებულებმა  და  იზოლაციის საჭიროების მქონე  პირებმა. 

ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარშაშაძე, რომლის უფლებამოსილებაში შედის სოციალური, ტურიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები და შესაბამისად, კოვიდსასტუმროების საკითხიც, ამბობს, რომ კონკრტულად არ იცის თუ რამდენი ადამიანი არის განსთავსებული კოვიდსასტუმროებში.

"ჩვენ სქემის მიხედვით ვხელმძღვანელობთ და  ვიცით, რომ კოვიდსასტუმროების 20% არის თავისუფალი ამდროისთვის. იმერეთის ცხელი ხაზი ცალკეა 144, აქ აირჩევენ იმერეთს და მოითხოვენ სასტუმროში გადაყვანას. თუ ინფიცირებულს ჰყავს საკუთარი ავტომობილი ნებართვას გასცემენ, რათა მან შეძლოს სასტურმომდე მისვლა, თუმცა თუ არ ჰყავს ამას სასტუმრო უზრუნველყოფს", - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე. 

ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 1522 , სადაც შეგიძლია კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღოთ ინფორმაცია. 

რა შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კოვიდსასტუმროს:


თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული რაიმე თანმხლები დაავადებით, პაციენტი არის ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი ან სხვა რისკის ქვეშ მყოფი, გადადის კლინიკაში; თუ პაციენტს საცხოვრებელი პირობები არ აქვს [რომ იყოს იზოლაციაში] – გადადის კოვიდსასტუმროში, ხოლო თუ პაციენტი არის უსიმპტომო, იღებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას დისტანციურად, დღეში რამდენჯერმე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც:

5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში.

173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print