ახალი ამბები
ინფიცირებულია 145 პედაგოგი - ქუთაისის საბავშვო ბაღების ნაწილი დაკეტილია
FaceBook
ქუთაისში, 4 საბავშვო ბაღში  სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის გავრცელების  გამო შეწყდა. 
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით,   დაკეტილი ბაღების გარდა, სწავლა შეწყდა 10 ცალკეულ ჯგუფშიც. 

"ვირუსი დაუდასტურდა პედაგოგებსაც, 145 პედაგოგია ინფიცირებული და იმყოფებიან იზოლაციაში'
',- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.






Print