ახალი ამბები
გრძელი რიგი - სად შეგიძლიათ კორონავირუსზე ტესტის აღება ქუთაისში
FaceBook
მომატებულ კოვიდ შემთხვევებთან ერთად გაიზარდა COVID -19 ანტიგენით ტესტირების სერვისის მიმღებთა რიცხვიც.

ტესტირების სერვისის მიმწოდებელ Სხვადასხვა პუნქტთან ბევრი მოქალაქე იყრის თავს, რომელთაც საათობით უწევთ რიგში დგომა, Რაც ზრდის დაინფიცირების რისკებს. შესაბამისად, მოქალაქეებიც უკმაყოფილებას გამოთქვემენ. 

"ჯერ ერთი,  საათობით უნდა იცადო ამდენ  ხალხში  და ისეთი ქაოსია, რომ შეიძლება სრულიად ჯანმრთელი დაგაინფიციროს",
- ამბობს მოქალაქე თამარ ვერულაშვილი.  

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ  ქუთაისში საკმარისი სივრცეა საიმისოდ, რომ ადამიანები გადანაწილდნენ და არ შეიქმნას რიგები.

"პრაქტიკულად, ქუთაისში ყველა სტაციონარი და ყველა პოლიკლინიკა ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტიგენ ტესტირების მიწოდებას. გარდა ამისა, არის კერძო ლაბორატორიული სივრცეებიც გახსნილი", - განმარტავს გოჩა გიორგიძე.

მისი ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეობს თვითონ საზოგადოებრივი ჯანდაცვაც (0431 24 00 76), რომელიც ემსახურება შშმ პირებს, ასევე, ასაკოვან, ლოგინად მყოფ პაციენტებს ბინაზე მიკითხვით.

"სუბიექტური თემაა, მექანიკურად ვერავინ მართავს ადამიანების მისვლას ამა თუ იმ დაწესებულებაში. Სივრცეები საკმარისად არის, არის რესურსი  ყველა  პოლიკლინიკასა და სტაციონარში. ეს უკვე ადამიანების არჩევანია სად მივა და მიიღებს სერვისს".

გოჩა გიორგიძის რეკომენდაციით ადამიანები, რომელთაც არ აღენიშნებათ სიმპტომები არ უნდა იტესტებოდნენ.

"თუ არის კონტაქტი უნდა იყოს იზოლირებულად სახლში, არ უნდა მიმართავდეს დაწესებულებას და დაინფიცირების დამატებით რისკს არ უნდა ქმნიდეს", - მიაჩნია გიორგიძეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.

იმერეთში 2 854 შემთხვევა გამოვლინდა.
Print