ახალი ამბები
კორონავირუსის 15 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print