კორონავირუსი
კორონავირუსის 12 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 468 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 438 353 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 226 619, გარდაიცვალა 15 516 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print