კორონავირუსი
კორონავირუსის 8 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 221 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print