ახალი ამბები
კორონავირუსის 7 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  17 130 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 325 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 106 221, გარდაიცვალა 15 246 პაციენტი.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print