ახალი ამბები
კორონავირუსის 6 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 594 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარიაცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 091, გარდაიცვალა 15 212 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2 988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი - 336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print