ახალი ამბები
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე რეინფიცირების 10 997 შემთხვევა დასტურდება
FaceBook
2020 წლის 26 თებერვლიდან   ანუ საქართველოში პირველი კოვიდინფიცირებულის დაფქისირებიდან  2021 წლის 31 დეკემბრამდე 10 997 კოვიდ 19-ით  შესაძლო რეინფიცირების შემთხვევა დასტურდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

მათ  მიერ მომზადებული  დოკუმენტის  მიხედვით, რეინფიცირების საშუალო პერიოდი პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის არის 291 დღე, მინიმალური 69, ხოლო მაქსიმალური 589.

კოვიდ 19-ით შესაძლო რეინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში.

"10 997 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან სრული იმუნიზაცია პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის ჩაუტარდა 1833 ადამიანს. სრულად ვაქცინირებული (ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან გასულია 14 დღეზე მეტი) 1833 (16%) ადამიანიდან ერთი დოზა ბუსტერი ჰქონდა 6 (0,3%) ადამიანს გაკეთებული, ხოლო 4 დოზა ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა 3 პირს (0,2%). მამრობითი სქესის იყო 754, ხოლო მდედრობითი – 1072. ვაქცინირებული პირების საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მინიმალური 17, მაქსიმალური 93.

სრულად ვაქცინირებული 1833 შემთხვევიდან შესაძლო რეინფიცირება დადგა ვაქცინაციის დასრულებიდან 14-90 დღის ფარგლებში 57% და 90 დღის შემდეგ 43%-ში. აღწერილი 1833 შემთხვევიდან კორონავირუსით სიკვდილის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში",
- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

აღწერილი 10 997 შესაძლო რეინფიცირებული შემთხვევიდან სულ კოვიდ19-ით სიკვდილის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 40 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში იყო.


Print